სერვისები
ჩვენი კომპანიის პროფილი:
-
სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების მშენებლობა.
-
საინჟინრო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება.
-
სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება.
მშენებლობის წარმოების ტექნოლოგიური სქემა:
კომპანიაში შემოსული პროექტების ან სატენდერო წინადადებების განხილვა ხდება კომპანიის ტექნიკური სამსახურის ინჟინერის მიერ. მუშავდება კონკრეტული პროექტის განხორციელების გზები, რომლებიც მოიცავენ სამუშაოთა წარმოების გრაფიკისა და ლოჯისტიკური გეგმების შედგენას, ასევე ინჟინერ-ტექნიკური და მუშა პერსონალის რაოდენობის საჭირო რაოდენობის დადგენასა და მზად ყოფნაში მოყვანას.
აღნიშნული დოკუმენტაციის დამკვეთის მხარესთან შეთანხმების შემდგომ, წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს სამშენებლო ობიექტის დაკომპლექტება შესაბამისი ინჟინერ-ტექნიკური აღჭურვილობით, მუშა პერსონალით, საჭირო ამშენებლო მექანიზმებითა და ინვენტარით. ადმინისტრაციული წესით ხდება პროექტის მენეჯერის, როგორც სამშენებლო ობიექტის პასუხისმგებელი პირის, დანიშვნა.
სამუშაოების წარმოების პროცესში ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის მიერ შედგება შენობის ტექნიკური პასპორტი, რომელიც შეიცავს მოქმედი წესებითა და სტანდარტებით მოთხოვნილ ტექნიკურ და სასაშემსრულებლო ხასიათის დოკუმენტაციას. პროექტის დასრულების შემდგომ ტექნიკური პასპორტი გადაეცემა დამკვეთს შენობის ექსპლოატაციაში ჩაბარებისთვის.